გერმანიის ფინანსთა მინისტრი: მზად ვარ განვიხილო რუსეთის სავალუტო რეზერვების კონფისკაცია

გერმანიის ფინანსთა მინისტრი ქრისტიან ლინდნერი აცხადებს, რომ მზადაა განიხილოს რუსეთის საერთაშორისო სავალუტო რეზერვების კონფისკაცია უკრაინის დასახმარებლად.

„პოლიტიკურად თანახმა ვარ, განვიხილო რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების კონფისკაცია“, - განაცხადა ლინდნერმა გამოცემა Handelsblatt-თან ინტერვიუში.

ლინდნერის თქმით, საკითხი დიდი შვიდეულის შეხვედრის დროს აქტიური განხილვის საგანი იყო.

„რაც შეეხება კერძო აქტივებს, უნდა ვნახოთ, რა შეგვიძლია სამართლებრივ ჩარჩოში. კანონის უზენაესობას პატივი უნდა ვცეთ, მაშინაც კი, როცა საქმე რუს ოლიგარქებს ეხება“, - ამბობს გერმანიის ფინანსთა მინისტრი.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთს მსოფლიოს წამყვანმა ეკონომიკებმა საერთაშორისო სავალუტო რეზერვებზე წვდომა შეუჩერეს, რომელთა მოცულობა სამას მილიარდ დოლარს აღემატება.

ევროკავშირსა და აშშ-ში მრავალი ლიდერი გამოვიდა რუსული აქტივების კონფისკაციის და მიღებული სახსრებით უკრაინის აღდგენის დაფინანსების მოთხოვნით.

მსგავსი სიახლეები