გერმანიის კანცლერი პუტინს შეხვდება

 

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ მალე მოსკოვში ჩავა და რუსეთის პრეზიდენტს შეხვდება, რათა უკრაინის საზღვარზე არსებულ "ძალიან სერიოზულ სიტუაციაზე" ესაუბროს.

"მე ჯერ ამერიკაში მივემგზავრები და მალე მოსკოვში, რათა გავაგრძელო აუცილებელ საკითხებზე საუბარი", - თქვა შოლცმა გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში.

შოლცის ვიზიტის ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა მან განმარტა, რომ ეს დაგეგმილია და მალე მოხდება.

კანცლერი ვაშინგტონში კვირას გაფრინდება და ორშაბათს ამერიკის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შეხვდება.

"უკრაინის საზღვართან უამრავი ჯარისკაცია მობილიზებული. ეს სამხედრო ქმედებების წინაპირობა შეიძლება იყოს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ვიყოთ მკაფიო ჩვენ განცხადებებში - უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხელყოფა, სამხედრო ინტერვენცია, ძალიან ძვირი დაუჯდება რუსეთს. მე ვფიქრობ ეს გზავნილი გასაგებია."

კრიტიკის საპასუხოდ შოლცმა თქვა, რომ მოკავშირეებმა იციან გერმანია როგორი პარტნიორია და მისი ქვეყნის მსხვილ კონტრიბუციაზე გააკეთა აქცენტი ნატოს მიმართ.

"შარშან გერმანიამ უკრაინას ყველაზე დიდი დახმარება გადასცა, თითქმის 2 მილიარდი ევრო," - აღნიშნა შოლცმა.

 

 

 

მსგავსი სიახლეები