გერმანიის მმართველი პარტიები ჰამასის დროშის აკრძალვაზე შეთანხმდნენ
გერმანიის სამთავრობო კოალიციაში შემავალი ორი პარტია შეთანხმდა, რომ ქვეყნის ებრაელი მოქალაქეების პატივსაცემად და ანტი-სემიტური თავდასხმების ზრდასთან დასაპირისპირებლად ჰამასის დროშა აკრძალონ.
ჰამასსა და ისრაელს შორის მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებისას გერმანიაში სინაგოგებზე თავდასხმების, ისრაელის დროშის დაწვის და დემონსტრაციებზე ანტი-სემიტური შეძახილების ზრდის ტენდენცია დაფიქსირდა.
დროშის აკრძალვის იდეა ქრისტიან-დემოკრატებს და კანცლერ ანგელა მერკელს ეკუთვნის. შემდგომში ამ იდეას სოციალ-დემოკრატებიც დაეთანხმნენ.
“ჩვენ არ გვსურს გერმანულ მიწაზე ტერორისტული ორგანიზაციების დროშები ფრიალებდეს,” - განაცხადა ტორსტენ ფრაიმ, ქრისტიან-დემოკრატების და ქრისტიან-სოციალური კავშირის საპარლამენტო სპიკერის მოადგილემ.
პალესტინური შეიარაღებული დაჯგუფება ჰამასი ევროკავშირს ტერორისტული ორგანიზაციების სიაში ჰყავს შეყვანილი.