გერმანიის ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

 

ბერლინის პროკურატურამ მწვანეთა პარტიის წევრებზე, მათ შორის ლიდერებზე - საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკზე და ეკონომიკის მინისტრ რობერტ ჰაბეკზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას Spiegel ავრცელებს.

გერმანული გამოცემის ცნობით, ისინი ეჭვმიტანილი არიან პანდემიის პერიოდში უკანონო პრემიების მიღებაში. პროკურატურა იუწყება, რომ 2020 წელს მწვანეთა პარტიის პრეზიდიუმმა არალეგალურად დაინიშნა თავი და 1500 ევროს პრემიები გამოიწერა.

საქმეში სულ ექვსი ადამიანი ფიგურირებს - ბერბოკისა და ჰაბეკის გარდა, პარტიის სხვა წევრები რიკარდა ლანგი, ჯამილა შეფერი, მაიკლ კელნერი და მარკ ურბახი.

ყველა ბრალდებული, ურბახის გარდა, ბუნდესტაგის წევრია და პოლიტიკური იმუნიტეტი აქვს. ამიტომ, დეკემბერში, გამოძიების დაწყებამდე პროკურატურამ ბუნდესტაგის თავმჯდომარეს, ბერბელ ბასს მიმართა. 

გამოძიების დაწყების საფუძველი რამდენიმე ადამიანის საჩივარი იყო, რომლებიც მედიაში გავრცელებულ ანგარიშებს ეყრდნობოდა.

 

მსგავსი სიახლეები