გერმანიის თავდაცვის მინისტრი: მსოფლიო პუტინის გარეშე უკეთესი იქნებოდა
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა 7 თებერვალს, კიევში ვიზიტის დროს ინტერვიუ მისცა Bild-ს, სადაც თქვა, რომ მსოფლიო რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გარეშე - "ყოყმანისა და კომპრომისის გარეშე" - უკეთესი იქნებოდა.
პისტორიუსი დარწმუნებულია, რომ უკრაინამ უნდა მოიგოს რუსეთის მიერ გაჩაღებული ომი.
მან თქვა, რომ დაღუპულთა რიცხვი "საოცრად მაღალია", უკრაინა კი ღირსეულ წინააღმდეგობას უწევს რუსეთს და ურყევ მხარდაჭერას იმსახურებს.
კითხვას, შეძლებს თუ არა უკრაინა დონბასის და ყირიმის აღებას, პისტორიუსმა უწოდა რთული, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა გაბედულად ებრძვის რუსეთის ფედერაციას და ახლა მთავარია გაგრძელდეს კიევის მხარდაჭერა.
პისტორიუსი კიევში 7 თებერვალს, თანამდებობის დაკავების 20-ე დღეს ჩავიდა. მისი ვიზიტი წინასწარ არ გამოცხადებულა. უკრაინის დედაქალაქში პისტორიუსი უკრაინის თავდაცვის მინისტრ ოლექსი რეზნიკოვს შეხვდა და გამოაცხადა ქვეყნისთვის 100-ზე მეტი Leopard 1-ის ტანკის მიწოდების შესახებ.
ის ასევე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და ძმებ კლიჩკოებს შეხვდა.