გერმანიის თავდაცვის მინისტრი: პუტინს მეგალომანია აქვს

8 ოქტომბერს ლეიტუვაში ვიზიტის დროს, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ქრისტინ ლამბრეხტმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შეიძლება გააგრძელოს აგრესია და არა მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ. ამის შესახებ Reuters იტყობინება.

ლიეტუვაში დისლოცირებულ გერმანელ სამხედროებთან ვიზიტისას ლამბრეხტმა თქვა, რომ ნატომ "მეტი უნდა გააკეთოს" რუსეთისგან თავის დასაცავად, რადგან უცნობია "რამდენად შორს შეიძლება წავიდეს პუტინის მეგალომანია".

მინისტრი მიიჩნევს, რომ რუსეთის "სასტიკი, აგრესიული ომი უკრაინაში" უფრო სასტიკი და "უპრინციპო" ხდება. მან ასევე რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხეზე ისაუბრა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 25 სექტემბერს CBS News-თან ინტერვიუში დაადასტურა, რომ შეერთებულმა შტატებმა გააფრთხილა რუსეთის ფედერაცია შესაძლო "საშინელი შედეგების" შესახებ, თუ აგრესორი ქვეყანა ბირთვულ იარაღს გამოიყენებს.

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა 28 სექტემბერს გერმანულ გაზეთ NOZ-თან ინტერვიუში ასევე გააფრთხილა პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ.

მსგავსი სიახლეები