ღამით უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ცხრა Sahed-136 ჩამოაგდო
3-4 ნოემბრის ღამეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს ცხრა კამიკაძე დრონი Shahed-136, რომლითაც რუსეთმა ქვეყნის რეგიონები დაბომბა.
ამის შესახებ ინფორმაციას ფეისბუქზე უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის პრესცენტრი ავრცელებს.
რვა რუსული უპილოტო საფრენი აპარატი "აღმოსავლეთის" საჰაერო სარდლობის სამხედრო პერსონალმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ნიკოპოლის რაიონში ჩამოაგდო.
კიდევ ერთი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, ჩამოაგდეს "დასავლეთის" საჰაერო სარდლობის საჰაერო თავდაცვის ძალებმა.