ღაზაში ბავშვთა არასრულფასოვანი კვება მკვეთრად მზარდია - გაეროს ანგარიში

გაეროს მიერ ჩატარებული ანგარიშის მიხედვით, ღაზაში ბავშვთა არასრულფასოვანი კვება მკვეთრად მზარდია. ამ ფონზე, ხუთშაბათს ევროკავშირმა განაცხადა, რომ შესაძლოა ისრაელის წინააღმდეგ ზომები მიიღოს, თუ ჰუმანიტარული დახმარების ნაკადი არ გაიზრდება.
State Of Play: გაეროს ჰუმანიტარული საკითხების კოორდინაციის ოფისის (OCHA) მიერ ხუთშაბათს გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ივლისის პირველ ორ კვირაში ხან-იუნისში, დეირ-ელ-ბალასა და ქალაქ ღაზაში გამოვკლეული ხუთ წლამდე ასაკის 56 440 ბავშვიდან თითქმის 5 ათასი მძიმე არასრულფასოვანი კვებით იტანჯებოდა.
- ეს გამოკითხულთა თითქმის 9 პროცენტს შეადგენს.
- თებერვალში, ისრაელ-ჰამასის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მოქმედების დროს, როდესაც ტერიტორიაზე უფრო მეტი დახმარება შედიოდა, ეს მაჩვენებელი 2.4% იყო.
- ეს ანგარიში ღაზას სექტორში მზარდი ჰუმანიტარული კრიზისის მორიგი ნიშანია. ჰუმანიტარული ჯგუფები და მსოფლიო ლიდერები აპროტესტებენ ღაზას სექტორში არსებულ შიმშილს და ისრაელს მის სასწრაფო მოგვარებას სთხოვენ.
- ევროკომისიის წარმომადგენელმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ მიუხედავად დახმარების გაზრდისკენ ისრაელის მიერ გადადგმული გარკვეული ნაბიჯებისა, სიტუაცია მძიმე რჩება და ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, თუ ისრაელი არ შეასრულებს ევროკავშირთან ამ თვის დასაწყისში მიღწეულ შეთანხმებას დახმარებასთან დაკავშირებით.
Big Picture: ისრაელი, რომელიც სექტორის ტერიტორიის დიდ ნაწილს აკონტროლებს და მხარს უჭერს "ღაზას ჰუმანიტარულ ფონდს," რომელიც ფორმალურად ამერიკული ინიციატივაა, მაგრამ ისრაელური მედიის ცნობით, მას ისრაელის მთავრობა აფინანსებს.
- ისრაელმა გამოაქვეყნა ღაზაში სატვირთო მანქანების ფოტოები, რომლებიც ჰუმანიტარული დახმარეის ჩატვირთვას ელოდნენ. გაერომ ამაზე უპასუხა, რომ ღაზაში უსაფრთხოების პირობები ზედმეტად საშიშია ამ მარაგების ეფექტურად მიწოდებისთვის.
- "მთლიანობაში, მხოლოდ სასურსათო დახმარების განაწილების მასიურ გაფართოებას შეუძლია სიტუაციის სტაბილიზაცია და საზოგადოებებში ნდობის აღდგენა," – ნათქვამია გაეროს ანგარიშში. "ოჯახები, როგორც წესი, დღეში მხოლოდ ერთი არასაკვები კერძით ახერხებენ გადარჩენას, ზოგიერთ შემთხვევაში კი ადამიანები მთელი დღეები არაფერს ჭამენ."
Сontext: გაეროს ანგარიში ნათქვამია, რომ გაეროსთან აფილირებულმა ორგანიზაციებმა 2025 წლის დასაწყისიდან მძიმე არასრულფასოვანი კვებით 20 ბავშვის გარდაცვალების შემთხვევა დააფიქსირეს, აქედან 13 მხოლოდ ივლისში.
- ანგარიშმა ასევე აჩვენა, რომ შემოწმებული 838 ბავშვი მძიმე მწვავე არასრულფასოვანი კვებით იტანჯებოდა – ეს შემოწმებულთა 1.5%-ია, ივნისის 1%-თან შედარებით.
- სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ ღაზაში, სადაც დახმარების მიღება განსაკუთრებით რთულია, ანგარიშის სედეგები განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა: ბავშვების 16% მწვავედ არასრულფასოვნად იკვებება, ხოლო 2%-ზე მეტი – კიდევ უფრო მწვავე არასრულფასოვანი კვებით.