ღაზაში სახმელეთო ოპერაციის დაწყებამდე, ისრაელმა სდეროთის მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო

ღაზას საზღვრისპირა ქალაქ სდეროთიდან მოსახლეობის ევაკუაცია უახლოეს საათებში დაიწყება. ამ ინფორმაციას The Times of Israel ავრცელებს.

მუნიციპალიტეტში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ევაკუაცია სავალდებულო არ არის, მაგრამ მოსახლეობას ურჩევენ ტერიტორია დატოვონ.

მაცხოვრებლებს ეილათისა და იერუსალიმის სასტუმროებში გადაიყვანენ, არის თელ-ავივში წასვლის შესაძლებლობაც.

Ynet-ის ცნობით, ქალაქში დაახლოებით 7000 ოჯახია.

გასულ კვირას, ისრაელის ხელისუფლებამ ჰამასის ტერორისტების მიერ განადგურებული ღაზას მიმდებარე რამდენიმე დასახლების ევაკუაცია მოახდინა.

ისრაელის ჩრდილოეთით, მეტულას ხელისუფლებამ ბოლო დღეებში მოსახლეობას რეკომენდაცია მისცა დაძაბულობის ფონზე ქალაქი დატოვონ.

გარდა ამისა, ათასობით სხვა მცხოვრები იმ რაიონებში, რომლებიც მძიმე სარაკეტო დარტყმების ქვეშ არიან, ფიქრობენ, რომ ქვეყნის უფრო უსაფრთხო ნაწილებში გადავიდნენ.

მსგავსი სიახლეები