გლუკსმანი: რატომ არ არის "ვაგნერი" ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებული?
ფრანგმა ევროპარლამენტარმა, რაფაელ გლუკსმანმა, რუსული სამხედრო ორგანიზაცია ვაგნერის ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარება მოითხოვა.
მისი თქმით, პუტინთან დაახლოებული ევგენი პრიგოჟინის დაჯგუფება, ზუსტად ისეთ სისასტიკეებს ჩადის, როგორც ამას დაეშის მებრძოლები აკეთებენ.
"უკრაინაში, სირიასა და აფრიკაში, ვაგნერი ხალხს ხოცავს, აუპატიურებს და ატერორებს. ვაგნერი მკვლელებს, ციხის ყველაზე მძიმე დამნაშავეებს შორის ეძებს."
"ამ დრომდე, რატომ არ არის ვაგნერი ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული?" -კითხულობს ფრანგი პოლიტიკოსი.
რაფაელ გლუკსმანი ფრანგი პოლიტიკოსია, რომელიც ევროპარლამენტში პარტია Place Publique-ს წარმოადგენს.