გლუქსმანი ზელენსკის ვიზიტზე: ვამაყობ როგორც საფრანგეთის და ევროპის მოქალაქე

ფრანგი ევროპარლამენტარი, რაფაელ გლუქსმანი, საფრანგეთში უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტს გამოეხმაურა. 

"ამ საღამოს მე ვამაყობ, როგორც საფრანგეთის და ევროპის მოქალაქე, როგორც თავისუფლების მოყვარე ადამიანი, რომ ვხედავ  თავისუფალი ერის თავისუფალ პრეზიდენტს პარიზში სტუმრად

ვოლოდიმირ ზელინსკი, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საფრანგეთში. ერთად, უკრაინის გამარჯვებამდე,"- დაწერა გლუქსმანმა, საკუთარ Facebook-ის გვერდზე.

ომის დაწყების შემდეგ, რაფაელ გლუქსმანი ევროპარლამენტში უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია. 

 

მსგავსი სიახლეები