გორდონი: ათასობით რუსი ჯარისკაცის გვამი იხრწნება უკრაინის მინდვრებში
ონლაინ გამოცემა "GORDON"-ის დამფუძნებელმა დიმიტრი გორდონმა "Navalny LIVE-ის" ეთერში რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდა წაიღოს უკრაინაში მოკლული რუსი ოკუპანტების ცხედრები.
"უზარმაზარი რაოდენობა, ასობით და ათასობით გვამი იხრწნება უკრაინულ მინდვრებში. რუსეთო, წაიღე შენი ჯარისკაცების ცხედრები. წაიღეთ მათი დასახიჩრებული სხეულები, ვინც უკრაინის დასაპყრობად გამოგზავნეთ. დამარხეთ ისინი როგორც ადამიანები." - თქვა ჟურნალისტმა.
მან აღნიშნა, რომ რუს ოკუპანტებს უკრაინის ტერიტორიაზე საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მოტივაცია არ აქვთ.
"ეს რუსი ბიჭები, რომლებიც სახლში მკვდარი დაბრუნდებიან, ნებისმიერ მოწოდებას სჯობიან. ისინი აჩვენებენ, რომ რაღაც არასწორედ ხდება. და შემთხვევითი არ არის, რომ ბოლო დროს რუსეთის არმიის ჯარისკაცებსა და ოფიცრებს შორის იყო დეზერტირებისა და უკრაინის ტერიტორიაზე წასვლაზე უარის თქმის შემთხვევები. და აგიხსნით რატომ. ეშინიათ! მოტივაცია არ აქვთ! თუ ჩვენ გვაქვს მოტივაცია დავიცვათ საკუთარი, ჩვენი მიწა, დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, ჩვენი სახლი, ბოლოს და ბოლოს, რა მოტივაცია შეიძლება ჰქონდეთ ჩვეულებრივ რუს ბიჭებს? რა უთხრათ მათმა პრეზიდენტმა? ამიტომ არ უნდათ სახლში მკვდარი დაბრუნება". - თქვა გორდონმა.