გრიცენკო: საქართველო, ასეთი ხელისუფლებით, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აღარ არის
საქართველოს პერმიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვლის განცხადებას, რომ სანქციები არ არის ეფექტური საშუალება და საქართველო არ აპირებს შეურთდეს მას, უკრაინის ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ანატოლი გრიცენკო გამოეხმაურა.
"ომი მსოფლიოს თეთრად და შავად ჰყოფს.
მეგობარი-მტერი. საკუთარი-უცხო.
საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ჩვენთვის უცხოა. რას მოიმოქმედებს ქართველი ხალხი, რომელსაც ჩვენ 2008 წელს დავეხმარეთ, ამას ვნახავთ. ამჟამად საქართველო, ასეთი ხელისუფლებით და მოსახლეობით, რომელიც ამ ხელისუფლებას ირჩევს და იტანს - ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აღარ არის და არ ვისურვებდი მათ ხილვას ევროკავშირსა და ნატოში. ასე რომ, ქართველი ხალხი უნდა დაფიქრდეს და გადაწყვიტოს სურთ თუ არა მათ ვუწუდოთ ერი და სანდო პარტნიორი." - წერს გრიცენკო.