გროზევი: პუტინი მხოლოდ სეჩინს ენდობა
რუსული ნავთობისა და გაზის კომპანიის, როსნეფტის გამგეობის თავმჯდომარე იგორ სეჩინი ერთადერთი ადამიანია, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მთლიანად ენდობა. ამის შესახებ ბულგარელმა ჟურნალისტმა და საერთაშორისო ჯგუფის, Bellingcat-ის მთავარმა გამომძიებელმა, ხრისტო გროზევმა განაცხადა.
"ჩვენი ინფორმაციით, ის მხოლოდ სეჩინს ენდობა. სეჩინი ერთადერთია, ვისაც შეუძლია უთხრას, რას ფიქრობს. ყველა დანარჩენს... ის მათ თითქმის არ ენდობა", - თქვა გროზევმა.
მაგალითად, ჟურნალისტის თქმით, პუტინმა შესაძლოა გაითვალისწინოს რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს "სამხედრო რჩევა, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მას ენდობა."
გროზევი თვლის, რომ რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ომი უკრაინაში და რაც უფრო მეტად გრძნობენ რუსები მის შედეგებს, მით უფრო ნაკლებ ადამიანს უსმენს პუტინი გარშემო.