გროზნოს ბაღის აღსაზრდელებს "კადიროველებისთვის" ლოცვა აიძულეს

გროზნოს მაცხოვრებლები ყვებიან, რომ ბაღის აღსაზრდელები მუქარებით აიძულეს მონაწილეობა მიეღოთ უკრაინაში მეომარი "კადიროველებისთვის" გამართულ მასობრივ ლოცვაში, ქალაქის მთავარ მეჩეთში. 

მშობლები საბავშვო ბაღებისგან მიიღეს ტექსტური შეტყობინებები, რომ "ფლეშმებში" მონაწილეობა რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე სავალდებულოა. ხოლო უარის შემთხვევაში მათი ბაღიდან ბავშვების გარიცხვით დაემუქრნენ. 

რამდენიმე საათით ადრე ოპოზიციურ ჩეჩნურ ტელეგრამ არხზე გამოქვეყნდა ფოტო, რომელზეც გროზნოს მთავარ მეჩეთში შეკრებელი ბავშვები რუსეთის დროშის ფერებში არიან დამწკრივებულები.

ჩეჩნეთის ხელისუფლებაში ამ თემაზე კომენტარისგან თავს იკავებენ. 

მსგავსი სიახლეები