გშკ-ს მეთაურის პოსტზე ტრამპის კანდიდატი უკრაინის დახმარების გაგრძელების მომხრეა

გაერთიანებული შტაბების კომიტეტის მეთაურის პოსტზე დონალდ ტრამპის მიერ წარდგენილი კანდიდატი, დენ კეინი ამბობს, რომ მხარს უჭერს უკრაინის სამხედრო დახმარების გაგრძელებას და ამბობს, რომ პუტინის ინტერესებში ომის გაგრძელებაა.
State Of Play: ამის შესახებ კეინმა სენატში გამართული მოსმენისას განაცხადა. გენერლის ციტატას Bloomberg ავრცელებს.
- კეინი მიიჩნევს, რომ მაღალი დანაკარგების მიუხედავად, ვლადიმირ პუტინი მზად არის გააგრძელოს ომი, რადგანაც მიიჩნევს, რომ "ომის ტრაექტორია მის სასარგებლოდ ვითარდება."
- "პუტინის მიზნები უცვლელია: ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნება და უკრაინის ნეიტრალური სტატუსი"- განაცხადა კეინმა.
- ამასთანავე კეინი ამბობს, რომ მხარს უჭერს უკრაინის სამხედრო დახმარების გაგრძელებას, თუმცა უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ ევროპის მხრიდან დახმარების გაზრდის ფონზე ვაშინგტონი ფოკუსირდეს "იმ უნიკალურ შესაძლებლობებზე, რომელთა უზრუნველყოფა მხოლოდ აშშ-ს შეუძლია."
Big Picture: დენ კეინის წარდგენის შესახებ დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა - "ის არის გამოცდილი პილოტი, ეროვნული უსაფრთხოების ექსპერტი და წარმატებული ბიზნესმენი."
- კეინის კანდიდატურას CNN-მა უჩვეულო უწოდა, რადგანაც უკვე თადარიგში და ამავდროულად არ არის 4-ვარსკვლავიანი გენერალი (აღნიშნულ თანამდებობაზე როგორც წესი სწორედ 4-ვარსკვლავიანი გენერლები ინიშნებიან).
Context: გაერთიანებული შტაბების კომიტეტის თავმჯდომარე ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებში უმაღლესი წოდების ოფიცერია. ამავდროულად ის პრეზიდენტის მთავარი მრჩეველია სამხედრო საკითხებში.