გურინი: მარიუპოლში წყალს და საჭმელს პრაქტიკულად ვეღარ იშოვი
უკრაინელი დეპუტატის დმიტრო გურინის განცხადებით, მარიუპოლი სრულფასოვან ალყაშია მოქცეული, რის გამოც, ქალაქში წყალი და საჭმელი პრაქტიკულად აღარ იშოვება.
"ქალაქი ალყის ქვეშაა, ხოლო დაბომბვა პრაქტიკულად არასდროს ჩერდება" - განაცხადა უკრაინელმა დეპუტატმა.
გურინის ინფორმაციით, მარიუპოლში დაახლოებით 100,000 ადამიანია დარჩენილი, რომელთა სიცოცხლეს ყოვლწუთიერი საფრთხე ემუქრება.