გუშინ უკრაინულმა ავიაციამ რუსებს 20 დარტყმა მიაყენა
18 სექტემბერს უკრაინულმა ავიაციამ 20 დარტყმა მიაყენა რუსი დამპყრობლების ცოცხალი ძალისა და აღჭურვილობის საცავებზე. ასევე სარაკეტო ძალებისა და არტილერიის ცეცხლის ქვეშ მოექცა რუსეთის საჰაერო თავდაცვის ობიექტები და პონტონური გადასასვლელები. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ფეისბუქზე ავრცელებს.
"დღის განმავლობაში თავდაცვის ძალების ავიაციამ 20 დარტყმა განახორციელა - დადასტურდა მტრის ცოცხალი ძალის კონცენტრაციის 15 ადგილის, თავდაცვის პუნქტის და საზენიტო-სარაკეტო სისტემების ოთხი პოზიციის განადგურება", - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს დამპყრობლების ერთი დრონი.
"სარაკეტო ძალებმა და არტილერიამ დაბომბესმტრის 20-ზე მეტი სამიზნე. კერძოდ, შვიდი სამეთაურო პუნქტი, ცხრა თავდაცვითი პოზიცია და პერსონალისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ზონა. საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოხვდა საჰაერო თავდაცვის საშუალებები და რუსი დამპყრობლების პონტონური გადასასვლელები." - განაცხადა უკრაინის არმიის გენერალურმა შტაბმა.