ჰააგის სასამართლომ ნეთანიაჰუსა და გალანტის დაკავების ორდერი გასცა

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ღაზაში კაცობრიობის წინაშე ჩადენილი და ომის დანაშაულების ბრალდებით ისრაელის პრემიერისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, იოავ გალანტის დაკავების ორდერი გასცა
 
 “არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ნეთანიაჰუსა და გალანტს ეკისრებათ პასუხისმგებლობა ღაზის მოსახლეობის შიმშილსა და რომ შიმშილი გამოიყენებოდა ომის იარაღად. არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ნეთანიაჰუმ და გალანტმა შეგნებულად აღკვეთეს ღაზის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის საკვების, წყლის, მედიკამენტების, საწვავისა და ელექტროენერგიის მიწოდება”- ნათქვამია პრეს-რელიზში
 
ბიბი ნეთანიაჰუ სასამართლოში მიმდინარე საქმეს აბსურდს და სიყალბეს უწოდებდა და სასამართლოს რეალობის გამრუდებაში ადანაშაულებდა. 
 
ისრაელში ამბობენ, რომ საერთაშორისო სასამართლო არცერთი დემოკრატიის წინააღმდეგ არ არის იმდენად მიკერძოებული რამდენადაც ისრაელის წინააღმდეგ. 
 
კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულებისთვის სასამართლომ გამოსცა ჰამასის სამხედრო ფრთის ლიდერის, მოჰამად დეიფის დაკავების ორდერი. ისრაელის არმიის ცნობით, დეიფი ივლისში ზუსტი საჰაერო დარტყმის შედეგად მოკლეს. 
 
 

მსგავსი სიახლეები