ჰაბეკი: უკრაინას სამხედრო დახმარება სასწრაფოდ უნდა მივაწოდოთ
გერმანიის ვიცე-კანცლერმა და ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა 12 აპრილს ProSieben-ის ეთერში განაცხადა, რომ უკრაინისთვის გერმანული იარაღის მიწოდება უნდა დაჩქარდეს.
"უსარგებლოა, თუ ვიტყვით, რომ ცხრა თვეში რამეს მიიღებთ. ეს იარაღი ახლა უნდა ჩავიდეს იქ. ჩვენ ასე ვმოქმედებთ", - თქვა ჰაბეკმა.
ჰაბეკმა აღნიშნა, რუსეთის ინტერვენციის ახალი ეტაპი უახლოეს დღეებშია მოსალოდნელი.
"ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი, რაც ამჟამად უკრაინის არმიას აძლიერებს, სწრაფად უნდა მივაწოდოთ", - დასძინა მან.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, უკრაინას 30-ზე მეტი ქვეყანა უწევს სამხედრო დახმარებას.