ჰაგარიმ დაადასტურა 31 ისრაელელი მძევლის გარდაცვალება
ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი დანიელ ჰაგარი The New York Times-ის სტატიას გამოეხმაურა, რომელშიც ნათქვამია, რომ ისრაელმა დაადასტურა ღაზას სექტორში ჰამასის 32 მძევლის სიკვდილი. მისი თქმით, ეს "დაუდასტურებელი სადაზვერვო ინფორმაციაა," რომ სულ მცირე 20 მძევალი მოკლეს.
"ჩვენ ყველანაირად ვმუშაობთ [მძევლების] სახლში დასაბრუნებლად და ვიკვლევთ ყველა ინფორმაციას მათზე და მათ მდგომარეობაზე," - აღნიშნა მან საღამოს პრესკონფერენციაზე.
"ისრაელის თავდაცვის ძალები მძევლების ოჯახებთან ერთადაა ამ რთულ დღეებში და ჩვენი წარმომადგენლები აწვდიან ოჯახებს ნებისმიერ დადასტურებულ ინფორმაციას მათი ახლობლების შესახებ," - თქვა მან.
ჰაგარის თქმით, IDF-მა ამ დრომდე 31 მძევლის ოჯახს შეატყობინა, რომ დადასტურებულია მათი ახლობლების დაღუპვა.
მათ შორისაა 7 ოქტომბერს ტერორისტების მიერ გატაცებული 29 მძევალი და ჯარისკაცები ორონ შაული და ჰადარ გოლდინი, რომლებიც ჰამასმა 2014 წელს მოკლა და გაიტაცა.
"დანარჩენ ოჯახებს მივაწოდეთ ზუსტი ინფორმაცია მათი ბედისა და მდგომარეობის შესახებ," - აღნიშნა მან.