ჰაიდაი: სევეროდონეცკი ჰუმანიტარული კატასტროფის პირასაა

ლუჰანსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერჰი ჰაიდაი აცხადებს, რომ ოკუპირებული ქალაქი სევეროდონეცკი „ჰუმანიტარული კატასტროფის პირასაა“ მისული.

ჰაიდაის განცხადებით, ოკუპანტები მშვიდობიანი მოსახლეობის ქონებას იპარავენ. ქალაქს არ მიეწოდება წყალი, არ მუშაობს ელექტრომომარაგება.

„სევეროდონეცკში სახლების 80 % დაზიანებული ან დანგრეულია. ადამიანების ნაწილი [სევეროდონეცკში] დაბრუნებას ცდილობს ქონების წამოსაღებად, თუმცა ხშირად მათ დაცარიელებული ბინა ხვდებათ“, - წერს ჰაიდაი.

სევეროდონეცკის დაკავება რუსებმა მრავალკვირიანი ბრძოლის შემდეგ შეძლეს.

ქალაქის მერის, ალექსანდრ სტრიუკის ინფორმაციით, სევეროდონეცკში 8 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე რჩება.

მსგავსი სიახლეები