ჰამასი ისრაელელი მძევლების პროპაგანდისტულ ვიდეოს ავრცელებს
კვირას პალესტინურმა ტერორისტულმა დაჯგუფება ჰამასმა ახალი პროპაგანდისტული ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ნაჩვენებია სამი ისრაელელი მძევალი.
ისრაელის მედიის დიდმა ნაწილმა ვიდეოები არ აჩვენა.
დაუთარიღებელ, დამუშავებულ ვიდეოში ნაჩვენებია 26 წლის ნოა არგამანი, 53 წლის იოსი შარაბი და 38 წლის იტაი სვირსკი, რომლებიც საკუთარ თავს აიდენტიფიცირებენ და ისრაელის მთავრობას მათ სახლში დაბრუნებას სთხოვენ.
37 წამიანი კლიპი სრულდება წარწერით: "ხვალ შეგატყობინებთ მათ ბედს."
უცნობია რეალურად როდის არის გადაღებული ეს ვიდეოები.
ჰამასმა ადრეც გაავრცელა მსგავსი ვიდეო მძევლების შესახებ.
ტერორისტულმა დაჯგუფებამ კვირას განაცხადა, რომ მან მძევლებთან კავშირი დაკარგა და აღნიშნა, რომ ისინი შესაძლოა ამ პროცესში დაიღუპნენ.
მაგრამ ისრაელმა მკაფიოდ განაცხადა, რომ იცის მძევლების დაღუპვის რისკების შესახებ და შესაბამის ზომებს იღებს.
"სამხედრო ოპერაციას დრო სჭირდება. ეს გვავალდებულებს ვიყოთ ზუსტი და ჩვენ ვახდენთ ადაპტირებას იმ საფრთხეებისა და მძევლების შესაბამისად, რომლებიც იმყოფებიან ველზე," - განაცხადა კვირას IDF-ის სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ.
დაახლოებით 240 ადამიანიდან, რომელიც ჰამასმა მძევლად 7 ოქტომბერს აიყვანა, დაახლოებით ნახევარი ნოემბრის ერთკვირიანი ზავის შედეგად გაათავისუფლეს. ისრაელის თქმით, ღაზაში 132 მძევალი რჩება და 25 მათგანი ტყვეობაში დაიღუპა.