ჰანოვერელი სოციალ-დემოკრატები შროდერისთვის წვეულების ჩატარებას გეგმავენ
გერმანიის სოციალ-დემოკრატიული (SPD) პარტია ყოფილ კანცლერ გერჰარდ შროდერს მშობლიურ ქალაქში პატივს მიაგებს. ჰანოვერის SPD-ს ფილიალი ექს-კანცლერის პარტიაში შესვლის 60 წლისთავის აღნიშვნას გეგმავს.
ეს ინფორმაცია POLITICO-ს პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის მმართველმა დირექტორმა კრისტოფ მატერნმა მიაწოდა.
მან აღნიშნა, რომ ქალაქის დონეზე წვეულების გამართვასთან დაკავშირებით კონსენსუსი არ ყოფილა, ამიტომ ღონისძიებას რაიონული ორგანიზაცია აწყობს.
წვეულება 27 ოქტომბერს, 25 წლის წინ შროდერის კანცლერობის დაწყების წლისთავზე შედგება. თარიღი SPD-სა და შროდერს შორის კომუნიკაციის შემდეგ შეირჩა.
ღონისძიება ღია იქნება მხოლოდ მოწვეული სტუმრებისთვის. დამსწრეებს შორის იქნებიან შროდერის ახლო მეგობრები და მისი კაბინეტის ყოფილი წევრები, რომლებიც მის დაჯილდოებას დაესწრებიან.
გერჰარდ შროდერი მარტში სოციალ-დემოკრატებიდან მისი გარიცხვის მცდელობას გადაურჩა. ყოფილ კანცლერს დიდი ხანია აკრიტიკებენ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მეგობრული ურთიერთობებისა და რუსული ენერგეტიკული კომპანიების საბჭოებში დასაქმების გამო.