ჰარისმა დემოკრატი დელეგატების უმრავლესობის მხარდაჭერა უკვე მიიღო

ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი სამშაბათს ვისკონსინის შტატში მიემგზავრება, რომელიც არჩევნებში გამარჯვებისთვის გადამწყვეტია. ეს მისი პირველი შეხვედრაა საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში.

CBS News-ის შეფასებით, ჰარისმა დემოკრატი დელეგატების უმრავლესობის მხარდაჭერა უკვე მიიღო. როდესაც ეს დელეგატები მას ვირტუალურ კენჭისყრაზე ხმას მისცემენ, ჰარისი დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი გახდება.

ჰარისმა პირველი საჯარო კომენტარი ორშაბათს გააკეთა. მან თქვა, რომ ის "ღრმად, ღრმად მადლიერია" ბაიდენის "მის მიერ ერის სამსახურისთვის" და მის მემკვიდრეობას "თანამედროვე ისტორიაში შეუდარებელი" უწოდა.

ჰარისი ორშაბათს, ვილმინგტონში, კამპანიის ოფისს ეწვია პერსონალთან შესახვედრად. დემოკრატების პოლიტიკურმა სამოქმედო ჯგუფმა, Future Forward PAC, ორშაბათს გამოაცხადა, რომ მან $150 მილიონის შემოწირულობები მიიღო, რაც ბაიდენის წარუმატებელი დებატების ფონზე, მოულოდნელად კარგი შედეგია.

ჰარისს მხარდაჭერა უკვე გამოუცხადეს გავლენიანმა დემოკრატებმა - ნენსი პელოსიმ, ბილ და ჰილარი კლინტონებმა, სენატორებისა და კონგრესმენების უმრავლესობამ.

59 წლის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი კალიფორნიის სენატორი და წარსულში შტატის გენერალური პროკურორი იყო.

ჰარისი დემოკრატების კანდიდატი ოფიციალურად პარტიის ეროვნულ კონვენციაზე გახდება, რომელიც ჩიკაგოში 19 აგვისტოს დაიწყება.

მსგავსი სიახლეები