ჰეზბოლას ერთ-ერთი ლიდერი ისრაელს აფრთხილებს, რომ ბრძოლების მასშტაბი გაიზრდება

"ჰეზბოლას" აღმასრულებელი საბჭოს ხელმძღვანელმა ჰაშემ საფი ალ-დინმა დღეს პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც განაცხადა, რომ აშშ-ის და ისრაელის მიერ ისლამური წმინდა ადგილების "შეურაცხყოფამ" და "ყველა ხაზის გადაკვეთამ" გამოიწვია "ჰამასის" ტერორისტული ოპერაცია.

მისი თქმით, მთელი ისლამური სამყარო შეუერთდება "წარღვნას", თუ ისინი [ისრაელი] განაგრძობენ თავიანთ "სისულელეებს."

კვირა დილით, "ჰეზბოლამ" ნაღმტყორცნებიდან გაისროლა ისრაელის სამხედრო ობიექტების მიმართულებით და განაცხადა, რომ ეს იყო სოლიდარობა "პალესტინის წინააღმდეგობის" მიმართ.

ისრაელის თავდაცვის ძალებს დაზიანებების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ და განაცხადეს, რომ მათ საარტილერიო ცეცხლით უპასუხეს და "ჰეზბოლას ინფრასტრუქტურა" დრონებით დაბომბეს.

მსგავსი სიახლეები