იაპონელმა კაცმა USB დაკარგა, სადაც მთელი ქალაქის პერსონალური მონაცემებია

სამუშაო კვირის დასასრულის შემდეგ, ალკოჰოლის მიღება იაპონიაში ბევრისთვის განვტირთვის საშალებაა. 

სწორად ასეთ შემთხვევასთან გვქონდა საქმე, უბრალოდ განსხვავება ისაა, რომ ერთ-ერთმა იაპონელმა კაცმა, სიმთვრალის დროს USB ბარათი დაკარგა, სადაც ქალაქის მცხოვრებლების პერსონალური მონაცემებია სრულად ასახული. 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაახლოებით ნახევარ მილიონ ადამიანს პერსონალურ ინფორმაციაზე საუბარი. 

ადამიანი, რომლის სახელიც, ფართო საზოგადოებისთვის ამ დრომდე უცნობია, ქალაქ ამაგასაკში, თანამშრომლებთან ერთად დასალევად ბარში შევიდა, და ადგილობრივი მედიის თანახმად, რამდენიმე საათიანი გართობის შემდეგ, აღმოაჩნა, რომ USB ბარათი აღარ ჰქონდა.

იაპონური მედია საშუალება NHK-ს ინფორმაციით, ეს ადამიანი მუშაობს კომპანიაში, რომელსაც გადასახადებისგან გათავისუფლებული ოჯახებისთვის შეღავათების მიწოდება ევალება, შესაბამისად, პირად დეტალებზე ხელმისაწვდომობა გააჩნიათ. 

ქალაქის მერიის წარმომადგენლების განცხადებით, დაკარგული მეხსიერების ბარათში ასახულია ყველა მოსახლის სახელი, მისამართი, დაბადების თარიღი, საბანკო ანგარიში და ინფორმაცია სოციალური უზრუნველყოფის შესახებ.

ამაგასაკის მერიის განცხადების თანახმად, მეხსიერების ბარათს კოდი ადევს და ჯერჯერობით ბაზების "გატეხვა" არ მომხდარა, ხოლო მომხდარი ფაქტისთვის ბოდიში მოიხადეს. 

 

მსგავსი სიახლეები