იაპონია რუსეთის საზღვრიდან 60 კილომეტრში უახლეს შეიარაღებას განათავსებს
იაპონიის თავდაცვის სამინისტრო აპირებს რუსეთის საზღვრებთან განათავსოს ორი ახალი სახმელეთო თავდაცვითი ქვედანაყოფი, რომელიც აღჭურვილია მაღალსიჩქარიანი რაკეტებით.
ამის შესახებ 11 დეკემბერს იაპონურმა ტელეკომპანია NHK-მ დაწერა.
არხის წყაროები ირწმუნებიან, რომ მათი სავარაუდო ადგილმდებარეობა არის კუნძულ ჰოკაიდოს ჩრდილოეთი პრეფექტურა და კიუშუს სამხრეთ-დასავლეთი რეგიონი, რუსეთის კუნძულ სახალინიდან დაახლოებით 60 კილომეტრში.
NHK-ს ცნობით, სახმელეთო დანაყოფები აღიჭურვება ზებგერითი რაკეტებით. იაპონიის თავდაცვის სამინისტრო ამ იარაღს 2018 წლიდან ავითარებს, რათა მიმდებარე კუნძულები დაიცვას.