იაპონია უკრაინას კიდევ $500 მილიონის დახმარებას გამოუყოფს
იაპონია უკრაინას დამატებით 500 მილიონი დოლარის დახმარებას გამოუყოფს. ამის შესახებ უკრაინაში იაპონიის ელჩმა მაცუდა კუნინორიმ 29 დეკემბერს, "Интерфакс-Украина"-თან ინტერვიუში განაცხადა.
"რაც შეეხება დახმარებას, ჩვენ უკვე გამოვყავით 1.1 მილიარდი დოლარი და ვგეგმავთ კიდევ 500 მილიონი დოლარის დახმარების უკრაინისთვის გადაცემას. ასევე განვიხილავთ დახმარების სხვა პაკეტებს", - განაცხადა ელჩმა.
მან აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველივე დღეებიდან იაპონიამ დაიწყო უკრაინისთვის ფინანსური, ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარების გაწევა.
კანონის თანახმად, იაპონიას არ შეუძლია უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდება, მაგრამ იაპონიის მთავრობამ გადაწყვიტა უკრაინას არალეტალური აღჭურვილობა გადასცეს, როგორიცაა დრონები, ჩაფხუტები, ჯავშანჟილეტებიი, ზამთრის ტანსაცმელი და პირველადი დახმარების ნაკრები.