იაპონია უკრაინას უპილოტოებს და ქიმიური დაცვის საშუალებებს გადასცემს
იაპონია უკრაინას უპილოტო საფრენ აპარატებს და ქიმიური იარაღისგან დამცავ საშუალებებს გადასცემს.
ამის შესახებ 19 აპრილს იაპონიის თავდაცვის მინისტრმა ნობუო კისიმ განაცხადა.
„უკრაინის მთავრობას მაქსიმალურად დავეხმარებით“, - განაცხადა კისიმ.
იაპონია რუსეთზე დაწესებულ საერთაშორისო სანქციებსაც შეუერთდა.
ტოკიომ რუსეთიდან იმპორტირებულ 38 სხვადასხვა ტიპის საქონელს ემბარგო დაადო.