იაპონიაში სანქციების თავიდან არიდების ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს
იაპონიის პოლიციამ დააკავა რუსეთში ორმაგი დანიშნულების საქონლის უკანონო ექსპორტში ეჭვმიტანილი 38 წლის რუსი ანდრეი სოვა.
ამის შესაებ ადგილობრივი გამოცემა Nikkei 10 ივლისს წერს.
"ის 2023 წლის იანვარში დააკავეს ეკონომიკის სამინისტროს ნებართვის გარეშე, რუსეთში სამხრეთ კორეის გავლით ჰიდროციკლების, საზღვაო ძრავების და მეორადი მოტოციკელბის ექსპორტისთვის, რომლის ღირებულებაც 43 მილიონი იენი (დაახლოებით 250 ათასი ევრო - რედ.) იყო." - წერს Nikkei.
გამოცემა ხაზს უსვამს, რომ ოსაკადან სავაჭრო კომპანია Astrade-ს დირექტორის, ანდრეი სოვას დაკავება პირველი შემთხვევაა ქვეყანაში, რომელიც რუსეთში უკანონო ექსპორტს უკავშირდება. Astrade 2010 წელს დაარსდა და იაპონური საკვების, ყოველდღიური მოხმარების საგნების და მეორადი მანქანების ექსპორტითაა დაკავებული რუსეთში, ყაზახეთსა და ბელორუსში.
სააგენტო ТАСС-ის ცნობით, ოსაკაში რუსეთის გენერალურმა საკონსულომ დაადასტურა პოლიციის ცნობა, რომელიც მათ რუსეთის მოქალაქის დაკავების შესახებ მიიღეს.
"ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ მათთან კონტაქტზე ვართ და დეტალებს ვიგებთ," - განაცხადა რუსეთის კონსულმა.
გამომძიებლების თქმით, Astrade-მა სამხრეთ კორეაში საქონლის ექსპორტი 2022 წლის ივლისში დაიწყო, მას შემდეგ, რაც რუსეთში ექსპორტის წესები გამკაცრდა.
2022 წლის თებერვლიდან, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, გემების ძრავებისა და წყალსატევების ექსპორტი რუსეთისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციების ფარგლებში აიკრძალა. იაპონიის ეკონომიკის სამინისტროს წინასწარი დასკვნის მიხედვით, რუსების მიერ ექსპორტირებული პროდუქცია, კერძოდ, გემის ძრავები და ჰიდროციკლები, შესაძლოა სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენონ.