იაპონიის პრემიერი: კურილიის კუნძულები ჩვენ გვეკუთვნის
იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ განაცხადა, რომ კურილიის კუნძულები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა კავშირს გადაეცა, იაპონიას ეკუთვნის. Yomiuri Shimbun-ის ცნობით, ამის შესახებ მან 7 მარტს საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
კიშიდამ კურილიის კუნძულების შესახებ შეკითხვაზე პასუხისას განმარტა, რომ ეს იაპონიის ისტორიული ტერიტორიაა, რომელზეც იაპონიის სუვერენიტეტი ვრცელდება.
გამოცემის ცნობით, იაპონიისა და რუსეთის მოლაპარაკებები კურლიის კუნძულების შესახებ "ჩიხში შევიდა".
Yomiuri Shimbun აღნიშნავს, რომ იაპონიის წინა ხელისუფლება, შინზო აბეს მეთაურობით თავს იკავებდა რუსეთის ღია კრიტიკისგან, რადგან რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესში პროგრესს ელოდა.
22 თებერვალს იაპონიამ რუსეთს სანქციები დაუწესა და მოწინავე ტექნოლოგიების ექსპორტი შეუზღუდა.