იაპონურ დიპლომატიურ ცნობარებში კურილის კუნძულებს ოკუპირებულად მოიხსენიებენ
უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ინტერვენციის ფონზე, იაპონია "დიპლომატიის ლურჯ წიგნში" - დიპლომატიური ცნობარი - აბრუნებს ფორმულირებას რუსეთის მიერ კურილის კუნძულების ოკუპაციის შესახებ. ინფორმაცია ხუთშაბათს იაპონურმა საინფორმაციო სააგენტო Kyodo-მ გაავრცელა.
გამოცემის წყაროს თქმით, "ჩრდილოეთი ტერიტორიები იაპონიის განუყოფელი ნაწილია და ამჟამად რუსეთის მიერ უკანონოდ არის ოკუპირებული". უკანასკნელად სამხრეთ კურილების "ოკუპაცია" ლურჯ წიგნში 2003 წელს იყო ნახსენები, ხოლო კურილის კუნძულები რომ იაპონიას ეკუთვნის - 2011 წელს.
მარტში, დასავლეთის სანქციების ფონზე, რომელსაც იაპონია შეუერთდა, რუსეთმა იაპონელებისთვის კურილის კუნძულებზე შესვლისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა.
ასევე კურილის კუნძულებზე სამშვიდობო ხელშეკრულებაზე და დიალოგზე ერთობლივი ეკონომიკური საქმიანობის შესახებ მოლაპარაკებები შეწყვიტა.