იგნატი: იანვარში უკრაინელებმა 25 ათასი ოკუპანტი გაანადგურეს
რუსული არმია უკრაინაში ერთ თვეში 25 000-მდე სამხედროს კარგავს, რაც შეიძლება ევროპის ზოგიერთი ქვეყნის ჯარების რაოდენობას შევადაროთ. ამის შესახებ 28 თებერვალს, ტელეკომპანია "Мы – Украина"-ს ეთერში უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის სპიკერმა იური იგნატმა განაცხადა.
მისი დაკვირვებით, რუსებმა მხოლოდ აღმოსავლეთის მიმართულებით შეძლეს "მცოცავ" შეტევაზე გადასვლა, მოსალოდნელი ფართომასშტაბიანი შეტევა არ დაწყებულა.
"ჩვენ ვხედავთ [დონბასში რუსების შეტევის ფასს] გენერალური შტაბის [უკრაინის შეიარაღებული ძალების] სტატისტიკისა და ვიდეო მტკიცებულებების მიხედვით, რომელიც აჩვენებს, თუ როგორ არის მოფენილი დაღუპული რუსებით მიწა", - თქვა იგნატმა.
მისი თქმით, დამპყრობლების დანაკარგები, თუნდაც ფრონტის მცირე სექტორზე "მცოცავი" შეტევისას, კრიტიკულია.
"იანვარში 25 000-ზე მეტი ადამიანია ლიკვიდირებული. ეს დაახლოებით ევროპის ქვეყნების საშუალო არმიის ტოლია. ანუ უკრაინა ერთ თვეში ამდენ რუსს ანადგურებს", - აღნიშნა იგნატმა.