ინდოეთი რუსეთიდან ნავთობის იმპორტს ზედიზედ მეორე თვეა ამცირებს - Bloomberg
რუსეთიდან ინდოეთში ნავთობის ექსპორტის მოცულობა უკვე მეორე თვეა იკლებს. ამის შესახებ ნათქვამია Bloomberg-ის სტატიაში, რომელიც 1 აპრილს გამოქვეყნდა.
გასული თვის განმავლობაში, იმპორტი დღეში 900 000 ბარელით, 2.98 მილიონ ბარელამდე შემცირდა.
სტატიაში ნათქვამია, ციფრები ადასტურებს კრემლის მტკიცებას, რომ მოსკოვი, OPEC+-ის მწარმოებელთა კოალიციაში მის მოკავშირეებთან ერთად, ასრულებს შეთანხმებას, რათა არ დაუშვას მსოფლიო ბაზარზე რუსული ნავთობის ფასების ზღვარზე მაღალი ღირებულებით მიწოდება.
გამოცემის ცნობით, კრემლის ბიუჯეტის ოთხ კვირიანი საშუალო შემოსავალი 44 მილიონ დოლარამდე დაეცა.
კონტექსტი
2022 წლის დეკემბრის დასაწყისში, G7-ის წევრმა ქვეყნებმა, ისევე როგორც ავსტრალიამ და ევროკავშირმა, რუსულ ნავთობზე დააწესეს ფასის ლიმიტი - 60 დოლარი ბარელზე. 2023 წლის 5 თებერვლიდან ამ ქვეყნებმა შემოიღეს რუსული ნავთობპროდუქტების ფასის ზღვარი: 100 დოლარი დიზელის საწვავზე და 45 დოლარი სხვადასხვა ზეთებზე.
Bloomberg-ის ცნობით, რუსეთი ყოველდღიურად 172 მილიონ დოლარს კარგავს ნედლი ნავთობის ფასის შეზღუდვის გამო. ნავთობპროდუქტებზე ამ შეზღუდვების გავრცელების შემდეგ რუსეთის ფედერაცია კიდევ უფრო მეტს დაკარგავს - დღეში 280 მილიონ დოლარს.
The Moscow Times ავრცელებს ინფორმაციას, რომ 2023 წლის ხუთი თვის განმავლობაში, რუსეთის შემოსავალი ნავთობისა და გაზის გაყიდვიდან თითქმის განახევრდა, 5.7 ტრილიონიდან 2.9 ტრილიონ რუბლამდე.