ინდოეთის გადამამუშავებელმა საწარმოებმა რუსული ნავთობის შესყიდვა შეწყვიტეს

დონალდ ტრამპის მუქარების ფონზე ინდოეთის სახელმწიფო ნავთობგადამამუშავებელმა საწარმოებმა რუსული ნავთობის შესყიდვები შეწყვიტეს.
State Of Play: ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს - გასულ დღეებში დონალდ ტრამპი რუსული ნავთობის შემსყიდველებს დამატით 100%-იანი საბაჟო ტარიფებით დაემუქრა.
- წყაროების ცნობით საუბარია სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ 4 უმსხვილეს გადამამუშავებელ საწარმოზე: Indian Oil Corporation, Hindustan Petroleum Corporation, Bharat Petroleum Corporation, Mangalore Petrochemical LTD.
- ეს ქვეყნის უმსხვილესი გადამამუშავებელი საწარმოები - წყაროების ცნობით, რუსული ნავთობის შესყიდვა გასული კვირიდან შეწყდა და მის ნაცვლად კომპანიებმა ახლო აღმოსავლური და დასავლურ აფრიკულ წარმოების ნავთობის შესყიდვები დაიწყეს.
- აღნიშნულ საწარმოებზე მთელი გადამამუშავებელი სიმძლავრის 60%-ზე მეტი მოდის.
Big Picture: 30 ივლისს დონალდ ტრამპმა ინდოეთისთვის 25%-იანი დამატებითი საბაჟო გადასახადის დაწესების შესახებ გამოაცხადა - მისი განმარტებით ამის ერთ-ერთი მიზეზი რუსეთისგან ნავთობისა და შეიარაღების შესყიდვა გახდა.
- Bloomberg-ის წყაროები ნიუ-დელიში ამბობენ, რომ ამერიკელი პრეზიდენტის გადაწყვეტილება და მუქარა 100%-იანი საბაჟო ტარიფის შესახებ "უსიამოვნო სიურპრიზი" აღმოჩნდა ინდოელი მაღალჩინოსნებისთვის.
- წყაროების ცნობით, ნიუ-დელიში იმედი ჰქონდათ, რომ შეერთებულ შტატებთან სავაჭრო შეთანხმებას სწრაფად გააფორმებდნენ - ინდოელი მაღალჩინოსნები განიხილავენ ვითარების გამოსწორების სხვადასხვა ვარიანტებს, მათ შორის ამერიკული თხევადი ნავთობისა და საკომუნიკაციო მოწყობილობების შესყიდვების გაზრდას.
Context: წლიურად იმპორტირებული ნავთობის რაოდენობით ინდოეთი მსოფლიოში მესამე ადგილზეა - ამავდროულად, ქვეყანა ზღვით ტრანსპორტირებადი რუსული ნავთობის უმსხვილესი მყიდველია.
- ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ კერძო საკუთრებაში არსებული ინდური კომპანიები.
Go Deeper: ინდოეთის ნავთობის მინისტრი სანქციების რისკზე: რუსული ნავთობის გარეშეც ვიცხოვრებთ