ინდონეზიაში საწვავის საცავი აფეთქდა, მინიმუმ 18 ადამიანი დაიღუპა
3 მარტს ინდონეზიაში, ჯაკარტაში საწვავის ბაზაზე ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც 18 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ 5 მარტს CNN Indonesia წერს.
ტელეკომპანია აღნიშნავს, რომ ადამიანების დიდი ნაწილი ხანძრის ადგილთან სახლების სიახლოვის გამო დაშავდა. ცეცხლი ადგილობრივი მოსახლეობის სახლებს წაეკიდა, მას რამდენიმე საათის განმავლობაში აქრობდნენ.
დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს, რადგან 20-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა.
კლინიკაში 35 დაშავებული გადაიყვანეს.
Associated Press-ის ცნობით, ინციდენტი მოხდა ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კომპანიის პერტამინას ობიექტზე, რომელიც ინდონეზიის 25%-ს საწვავით უზრუნველყოფს.
გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი შესაძლოა ძლიერი წვიმის დროს ელვის დაცემას გამოეწვია.
თვითმხილველების თქმით, მათ ბენზინის ძლიერი სუნი იგრძნეს, რის შემდეგაც ორჯერ ჭექა-ქუხილი გაისმა, შემდეგ კი ძლიერი აფეთქება მოხდა.