ინდონეზიის კუნძულ იავაზე ვულკანი ამოიფრქვა

 

ინდონეზიის კუნძულ იავაზე, სემერუს მთაზე ვულკანი ამოიფრქვა. დაიღუპა ერთი ადამიანი და დაშავდა რამდენიმე ათეული. ათასობით ადამიანმა მთის მიმდებარე ტერიტორია დატოვა.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ მთის ახლომდებარე დასახლებებში ვულკანის ფერფლისა და კვამლის გამო ხილვადობა შეზღუდულია.

ვულკანი იავაზე 15:00-ზე ამოიფრქვა.

ორი ადამიანის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

სემერუს მთაზე ვულკანი ბოლოს იანვარში ამოიფრქვა, თუმცა, არავინ დაშავებულა.

ინდონეზიაში 100-ზე მეტი აქტიური ვულკანია.

 

 

 

მსგავსი სიახლეები