IPSOS-ის კვლევა უკრაინაზე: გაეცანით 28 ქვეყნის შედეგებს 👇

2023 წლის იანვარში, სოციოლოგიურმა კომპანია Ipsos-მა, უკრაინის ომის შესახებ, მსოფლიოს 28 ქვეყანაში ჩატარებული კვლევა გამოაქვეყნა. 

კომპანიამ იმუშავა ისეთ ქვეყენბში, როგორიცაა აშშ, საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, უნგრეთი, ესპანეთი, ინდოეთი, ტაილანდი, ბრაზილია და ა.შ. 

კვლევის თანახმად დადგინდა, რომ ამ ქვეყნების მოსახლეობის უდიდესი ნაწილი (64%), უკრაინაში მიმდინარე თვალს რეგულარულად ადევნებს. 

ამავდროულად, ისინი დადებითად უყურებენ უკრაინელი ლტოლვილების მიღების საკითხს, ხოლო ომში მათი ქვეყნების პირდაპირი მონაწილეობა არ სურთ. 

კვლევაში მონაწილე დასავლეთის 13 ქვეყნის მაცხოვრებლების უმრავლესობას სურს (66%), რომ რუსულ ნავთობსა და გაზზე სანქციები კვლავ გაგრძელდეს, თუნდაც ზამთარში გათბობის შეზღუდულად მოხმარების საფასურად. 

ამავე ქვეყნებში, მოსახლეობის თითქმის ნახევარი (48%) ემხრობა, რომ უკრაინას იარაღი და/ან ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემები გადასცენ. იგივე პირობას, ამერიკის შეერთებულ შტატებში მხარს მოსახლეობის 54% უჭერს. 

ომში მყოფი ქვეყნისთვის დახმარების გაწევის იდეას, 28 ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა (70%) ემხრობა. 

ამასთანავე, უმრავლესობა თანახმაა, რომ მეტი გადაიხადოს გაზსა და ბენზინში,  სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად. 

 

ომში პირდაპირი მონაწილეობისგან თავის არიდებას, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი უნგრეთში ჰქონდა, ხოლო ყველაზე დაბალი კანადაში. 

ბრიტანელების 85%-ს მიაჩნია, რომ ვიდრე ომი მიმდინარეობს, რუსი სპორტსმენები საერთაშორისო შეჯიბრებებიდან უნდა გაირიცხონ. 

ყველა ქვეყნის საშუალო მონაცემებზე დაყრდნობით, კლება დაფიქსირდი რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე მძიმე სანქციების დაწესებაზე - ეს მონაცემი 45%-მდე დავიდა, თუმცა იგივე მაჩვენებელი ამერიკაში 60%-ს შეადგენდ. 

კვლევის შედეგები, 2022 წლის მარტი-აპრილის შემდგომ მონაცემებს ეფუძნება. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები