ირანი აცხადებს, რომ მისი დრონები 7000 კილომეტრის მანძილზე დაფრინავენ

ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ერთ-ერთმა მეთაურმა განაცხადა, რომ ქვეყანას ჰყავს დრონები, რომლებიც 7000 კილომეტრზე მიფრინავენ.

“ჩვენ გვყავს დრონები, რომლებიც 7000 კილომეტრის რადიუსზე დაფრინავენ. მათ შეუძლიათ გაფრინდნენ, დაბრუნდნენ სახლში და დაფრინდნენ წინასწარ განსაზღვრულ ადგილას,” - თქვა  რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ერთ-ერთმა მეთაურმა ჰოსეინ სალამიმ.

ირანი საკუთარი სამხედრო შესაძლებლობების შესახებ გადაჭარბებულ განცხადებებს ხშირად აკეთებს.

ირანიდან ისრაელამდე მანძილი 1700 კილომეტრია.



მსგავსი სიახლეები