ირანი აცხადებს, რომ ჰიპერბგერითი რაკეტა შექმნა

ირანმა სამშაბათს განაცხადა, რომ შექმნა ჰიპერბგერითი რაკეტა, რომელიც ბგერის სიჩქარეზე 15-ჯერ სწრაფად მიფრინავს.

სახელმწიფო მედიის ცნობით, რაკეტა, სახელწოდებით "ფატაჰ," თეირანში გამართულ ცერემონიაზე წარადგინეს, რომელსაც ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი ესწრებოდა.

"დღეს ჩვენ ვგრძნობთ, რომ ჩამოყალიბებულია შემაკავებელი ძალა," - განაცხადა რაისიმ ღონისძიებაზე. "ეს ძალა რეგიონის ქვეყნებისთვის გრძელვადიანი უსაფრთხოებისა და მშვიდობის გარანტია."

გენერალმა ამირ ალი ჰაჯიზადემ, რევოლუციური გვარდიის გუშაგთა კორპუსის საჰაერო კოსმოსური პროგრამის ხელმძღვანელმა, განაცხადა, რომ ეს რაკეტა ირანში ახალი თაობის რაკეტების გამოშვებას დასაწყისია.

ჰაჯიზადემ გამოფენაზე განაცხადა, რომ "ფატაჰის" მოქმედების დიაპაზონი 1400 კმ-ზე მეტია და "არ არსებობს სისტემა, რომელსაც შეუძლია კონკურენცია გაუწიოს ან დაუპირისპირდეს ამ რაკეტას."

ჰიპერბგერით იარაღს შეუძლია ბგერის სიჩქარეზე ხუთჯერ სწრაფად გადაადგილება. სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანმა განაცხადა, რომ ახალ რაკეტას სამიზნეების განადგურება 15 მახამდე სიჩქარით შეუძლია.

მსგავსი სიახლეები