ირანი რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადასაცემად ემზადება - CNN

ირანი უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად რუსეთში იარაღის ახალი პარტიის გასაგზავნად ემზადება. ამის შესახებ ინფორმაციას 1 ნოემბერს CNN ავრცელებს.

ტელევიზიის ცნობით, ეს მოიცავს დაახლოებით 1000 ერთეულ იარაღს, მათ შორის, "მიწა-მიწა" ბალისტიკურ რაკეტებს და ახალ დრონებს. ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა ირანი რუსეთს გაუგზავნის მოწინავე, ძალიან ზუსტ მართვად რაკეტებს, რამაც შესაძლოა კრემლს მნიშვნელოვანი უპირატესობა მიანიჭოს ბრძოლის ველზე.

"ახალი პარტია მიუთითებს რუსეთის მიმართ ირანის მხარდაჭერის მნიშვნელოვან ზრდაზე. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი დრო გაურკვეველია, ოფიციალური პირები თვლიან, რომ იარაღს რუსეთი წლის ბოლომდე აუცილებლად მიიღებს", - ნათქვამია სტატიაში.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა 31 ოქტომბერს განაცხადა, რომ პენტაგონს არ აქვს რაიმე მინიშნება იმისა, რომ ირანი ემზადება რუსეთისთვის რაკეტების გაგზავნისთვის. ამ ინფორმაციას ტელეარხისთვის თეირანის მისია გაეროში გამოეხმაურა.

Reuters-მა 18 ოქტომბერს წერდა, რომ ირანმა პირობა დადო, რომ რუსეთს, გარდა უპილოტო საფრენი აპარატების დიდი რაოდენობისა, "მიწა-მიწა" რაკეტებს მიაწვდის. სააგენტო ინფორმაციას ორ მაღალი თანამდებობის პირისა და ორ ირანელი დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებდა. მათი თქმით, საუბარი იყო  ბალისტიკური რაკეტებზე Fateh და Zolfaghar.

მსგავსი სიახლეები