ირანი რუსეთს თანამედროვე თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების შესყიდვაზე შეუთანხმდა

ირანმა რუსეთთან თანამედროვე თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების შესყიდვაზე საბოლოო შეთანხმებას მიაღწია. 

ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters ირანულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს

ირანის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, მეჰდი ჰარაჰი ამბობს, რომ მხარეები უკვე შეთანხმდნენ CУ-35-ის ტიპის გამანადგურებლებისა და Ми-28 ტიპის მოიერიშე ვერტფმრენების ყიდვაზე. გარდა ამისა ირანმა რუსეთისგან Як-130 ტიპის საწვრთნელი თვითმფრინავებიც უნდა მიიღოს. 

ირანის შეიარაღებულ ძალებს სულ რამდენიმე ათეული მოიერიშე თვითმფრინავი ყავს, მათ შორის რუსული წარმოების ძველი მოდელიც. ირანის ასევე ფლობს მოდერნიზირებულ ამერიკულ თვითმფრინავებს, რომელიც ჯერ კიდევ 1979 წლის ისლამურ რევოლუციამდე შეიძინა შაჰის რეჟიმა. 

კონტექსტი 

ივლისში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ირანსა და რუსეთს შორის სამხედრო თანამშრომლობა ღრმავდება. 

დაახლოებით 1 კვირის წინ პენტაგონში გამოთქვეს აზრი, რომ ირანი შესაძლოა რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადასაცემად ემზადებოდეს. 

 

 

მსგავსი სიახლეები