ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით ისრაელის ხუთი მოქალაქე დააკავეს

 

ისრაელის სპეცსამსახურმა შინ ბეთმა ისრაელის ხუთი მოქალაქე დააკავა, რომლებიც ირანის სპეცსამსახურების წარმომადგენელს ინფორმაციის შეგროვებასა და ისრაელში კონტაქტების დამყარებაში ეხმარებოდნენ, სანაცვლოდ კი ანაზღაურებას იღებდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel ავრცელებს.

5 ეჭვმიტანილიდან 4 ქალია, ისინი ირანიდან ჩასული ებრაელი ან ირანელი ემიგრანტები არიან.

შინ ბეთის ინფორმაციით, ეჭვმიტანილებმა ისრაელის ტერიტორიაზე არსებულ სტრატეგიულ ობიექტებს ფოტოები გადაუღეს, მათ შორის, თელ ავივში ამერიკის საკონსულოს, ცდილობდნენ პოლიტიკოსებთან ურთიერთობის დამყარებას, გასაიდუმლოებული ობიექტების მდებარეობის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას და სანაცვლოდ ათასობით დოლარს იღებდნენ.

ზოგიერთმა დაკავებულმა იცოდა, რომ მათი საკონტაქტო პირი ირანის სპეცსამსახურების აგენტი იყო, თუმცა ისინი მისთვის ინფორმაციის მიწოდებას აგრძელებდნენ.

 

მსგავსი სიახლეები