ირანმა საზღვაო აკადემიაში ასობით ჰუსიტი მებრძოლი გაწრთვნა - Telegraph
დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის საზღვაო ძალებმა სამშაბათს ღამით წითელ ზღვაში ჰუსტიების გასროლილი რაკეტები და დრონები ჩამოაგდეს.
ამის შესახებ The Telegraph წერს.
სულ მცირე ერთი რაკეტა სამეფო საზღვაო ძალების საბრძოლო ხომალდისკენ მიფრინავდა, რის საპასუხოდაც მკვეთრი განცხადება გააკეთა ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა.
"საკმარისია, საკმარისია," - თქვა გრანტ შაპსმა. "ეს არ შეიძლება გაგრძელდეს და ჩვენ არ მივცემთ ამის გაგრძელების უფლებას."
Telegraph-ის თანახმად, ჰუსიტი მეამბოხეების ჯგუფი, რომელიც წითელ ზღვაში გამავალ გემებს ატერორებს, "ირანის ელიტარულ საზღვაო აკადემიაში" გაწვრთნეს.
სტატიაში ნათქვამია, რომ ჯგუფის დაახლოებით 200 ჰუსიტი გაიწვრთნა რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მიერ, ზიბა კენარში მდებარე ხამეინის საზღვაო მეცნიერებათა და ტექნოლოგიების აკადემიაში.
აკადემიის ეს განყოფილება უცხოელი დაქირავებული მებრძოლების მომზადების ექვსთვიან კურსს ატარებს.
აკადემია 2013 წელს დაარსდა და ოთხი წლის განმავლობაში რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ყველა საზღვაო წვრთნა იქ გადავიდა. ჰუსიტების მომზადების პირველი კურსი საზღვაო მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში 2020 წლის იანვარში დაიწყო. ჰუსიტები სხვა კურსანტებისგან განცალკევებით ცხოვრობენ და ეკრძალებათ მათთან ურთიერთობა, რათა თავიდან აიცილონ ინფორმაციის გაჟონვა.
გაზეთი ასევე წერს, რომ აიათოლა ალი ხამენეის "პირადი როლი აქვს" ჰუსიტების საქმიანობაში წითელ ზღვაში და მეამბოხე ჯგუფისთვის დამატებითი იარაღისა და აღჭურვილობის მიწოდების ბრძანება გასცა.