ირანმა და ამერიკამ პატიმრები გაცვალეს

შეერთებულმა შტატებმა და ირანმა, კატარის შუამავლობით, პატიმრები გაცვალეს. ამ ინფორმაციას Reuters 18 სექტემბერს ავრცელებს.

ირანის პატიმრობიდან გათავისუფლებული ხუთი ამერიკის მოქალაქე თეირანიდან კატარის დედაქალაქ დოჰაში მას შემდეგ გაფრინდა, რაც ორივე მხარემ მიიღო დადასტურება, რომ დოჰაში ანგარიშზე 6 მილიარდი დოლარი ჩაირიცხა. საუბარია აშშ-ის მიერ გაყინულ ირანის თანხაზე, რომელიც შეთანხმების ფარგლებში ირანს დაუბრუნდა.

გარდა ამისა, გათავისუფლებულთა ორ ოჯახის წევრს ირანის დატოვების უფლება მიეცა.

თავის მხრივ, გათავისუფლებული ხუთი ირანელიდან ორი კატარში ჩავიდა. შეთანხმების მონაწილე კიდევ სამმა ადამიანმა გადაწყვიტა ირანში არ დაბრუნებულიყო. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, ორი მათგანი აშშ-ში დარჩება, მეორე კი ოჯახს მესამე ქვეყანაში გააერთიანებს.

გაცვლის ფარგლებში შეერთებულმა შტატებმა ირანს გადასცა ბიზნესმენები სიამაკ ნამაზი და ემად შარგა, ასევე გარემოსდამცველი მორად ტაჰბაზი. სამივეს ათწლიანი პატომრობა აქვს მისჯილი უცხოურ მთავრობასთან თანამშრომლობის ან ჯაშუშობისთვის. კიდევ ორი ​​ადამიანის ვინაობა არ სახელდება.

პატიმრების გაცვლის შეთანხმება კატარის აქტიური შუამავლობით შედგა, სადაც მოლაპარაკებების სულ მცირე რვა რაუნდი გაიმართა. აშშ-ის ხელისუფლების მიერ ჩამორთმეული 6 მილიარდი დოლარიც ამ ქვეყნის ბანკს გადაერიცხა. ეს თანხა ხელმისაწვდომი იქნება თეირანის წმინდა ჰუმანიტარული საჭიროებებისთვის დასახარჯად.

მსგავსი სიახლეები