ირანმა ერაყში აშშ-ის საკონსულოსთან ახლოს მდებარე ტერიტორია დაბომბა
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ ერაყის ქალაქ ერბილთან, ბალისტიკური რაკეტებით თავს დაესხა "ჯაშუშურ ცენტრებს" და "ანტიირანულ ტერორისტულ დაჯგუფებას."
ამის შესახებ Reuters წყაროებსა და ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით წერს.
აფეთქებები ერბილიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 40 კილომეტრში, ნახევრად ავტონომიურ ქურთისტანში, აშშ-ის საკონსულოსთან მოხდა.
აფეთქებების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა.
"ბალისტიკური რაკეტები რეგიონში ჯაშუშური ცენტრებისა და ტერორისტული დაჯგუფების გასანადგურებლად, გვიან საღამოს გამოვიყენეთ," - ნათქვამია გუშაგთა კორპუსის განცხადებაში.
Reuters-ს ორმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა, რომ ერაყში სარაკეტო დარტყმებს აშშ-ის არც ერთი ობიექტისთვის ზიანი არ მიუყენებია და არც ერთი ამერიკელი არ დაშავებულა.
ირანი პერიოდილად ახორციელებდა დარტყმებს ერაყის ჩრდილოეთ ქურთისტანის რეგიონში და აცხადებდა, რომ რეგიონი გამოიყენება როგორც ირანელი სეპარატისტული დაჯგუფებების და ისრაელის აგენტების მიერ.