ირანმა სირიიდან სამხედრო მაღალჩინოსნებისა და პერსონალის ევაკუაცია დაიწყო - NYT
ირანმა სირიიდან სამხედრო მეთაურებისა და სხვა ოფიციალური პირების ევაკუაცია დაიწყო, რადგან ბაშარ ალ-ასადის მოწინააღმდეგე ძალები სწრაფად მიიწევენ წინ.
ამ ინფორმაციას The New York Times ავრცელებს.
რეგიონულ და ირანელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, გამოცემა წერს, რომ სირიიდან ევაკუირებულებს შორის არიან ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ყუდსის ძალების უფროსი მეთაურები, ზოგიერთი დიპლომატი, მათი ოჯახები და მშვიდობიანი მოქალაქეები.
ევაკუაცია პარასკევს დილით დაიწყო.
ამერიკული გაზეთი ასევე იუწყება, რომ ზოგიერთი ოფიციალური პირი თეირანში თვითმფრინავით გაემგზავრა, ზოგი კი - სახმელეთო გზით ლიბანში, ერაყსა და სირიის საპორტო ქალაქ ლატაკიაში.
რუსეთთან ერთად, ირანის ისლამური რესპუბლიკა იყო პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მთავარი მხარდამჭერი სირიის სამოქალაქო ომის ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში.
ირანის მიერ შექმნილ ე.წ. "წინააღმდეგობის ღერძში" ლიბანის ტერორისტულ ორგანიზაცია "ჰეზბოლა," სირიის დიქტატორის, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი, ერაყის შიიტური დაჯგუფებები და იემენელი ჰუსიტები შედიან.