ირანმა ურანი ბირთვული იარაღის შექმნასთან მიახლოებულ დონეზე გაამდიდრა - Bloomberg

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) დამკვირვებლებმა დაადგინეს, რომ ირანში გამდიდრებული ურანის დონე ოდნავ დაბალია ბირთვული იარაღის შესაქმნელად საჭირო დონემდე (84%). ამის შესახებ Bloomberg 19 თებერვალს, ორ მაღალი რანგის დიპლომატზე დაყრდნობით წერს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს ირანში ურანის გამდიდრების ყველაზე მაღალი დონეა ისტორიაში. მისი კონცენტრაცია მხოლოდ 6%-ით ნაკლებია იმ დონემდე, რაც საჭიროა ბირთვული იარაღის შესაქმნელად. ირანმა IAEA-ს ადრე განუცხადა, რომ მისი ცენტრიფუგები ურანის 60%-მდე გასამდიდრებლადაა შექმნილი.

Bloomberg წერს, რომ დამკვირვებლები ამ ტერიტორიაზე საეჭვო აქტივობას ერთი თვის განმავლობაში უკვე მეორედ აფიქსირებენ. ექსპერტებს მოუწევთ გაარკვიონ გამდიდრებული ურანი განზრახ იწარმოებოდა თუ ასეთი კონცენტრაცია ცენტრიფუგების დამაკავშირებელ მილების ქსელში მასალის დაგროვების გამო წარმოიშვა.

მსგავსი სიახლეები