ირანში ჯიჰადისტების თავდასხმას 11 პოლიციელი ემსხვერპლა

ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთის პროვინცია სისტანი-ბელუჩისტანის პოლიციის განყოფილებაზე ჯიჰადისტების თავდასხმის დროს მინიმუმ 11 ირანელი პოლიციელი დაიღუპა.

ამის შესახებ პოლიციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სახელმწიფო ტელევიზიას განუცხადა.

"ქალაქ რასკში პოლიციის განყოფილებაზე მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შედეგად 11 პოლიციელი დაიღუპა, ხოლო სხვები დაიჭრნენ," - განაცხადა პროვინციის გუბერნატორის მოადგილე ალირეზა მარჰამატიმ.

თავდასხმის დროს რამდენიმე ტერორისტიც დაიღუპა, რომელზეც პასუხისმგებლობა სუნიტი ჯიჰადისტების დაჯგუფებამ ჯაიშ ალ-ადლიმ (სამართლიანობის არმია. - რედ.) აიღო.

მსგავსი სიახლეები